„თიბისი ბანკი“ მოქალაქეებს საბარათე სისტემის განახლებასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
შეტყობინება ბანკის კლიენტებმა უკვე მიიღეს. კერძოდ, „თიბისის“ ცნობით, ხვალ, მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში ბანკის პლასტიკური ბარათებით ვერ ისარგებლებენ. „გაცნობებთ, რომ სისტემის განახლების გამო, კვირას, 31 მარტს გამთენიისას, 02:00-დან 06:00 საათამდე შუალედში შეფერხებით იმუშავებს პლასტიკური ბარათები ნებისმიერ არხში. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის,“-აღნიშნულია ბანკის შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს დაეგზავნა.