მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის ანალიზისთვის უცხოელი იურისტები დაიქირავა

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება. კონტრაქტი სახელმწიფო კომპანიამ - სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ - მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ ფირმასთან 2019 წლის 15 მარტს გააფორმა.

ხელშეკრულებით White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სახელმწიფოს სახელით დადებულ კონტრაქტში ცვლილებების მომზადება ევალება.

კონტრაქტის მესამე მუხლი მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება.

White & Case მსოფლიოში ცნობილი იურიდიული კომპანიაა, საუკუნოვანი ისტორიით. მისი მომსახურებით ცნობილი ფირმები და არაერთი ქვეყანის მთავრობა სარგებლობს. ამ კომპანიასთან უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებაც. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს ვაით ენდ ქეისი ქართულ მხარეს წარმოადგენდა საერთაშორისო დავებში, როდესაც ხელისუფლებას პრობლემები რომელიმე ინვესტორთან ექმნებოდა.

ხელისუფლება ამჯერად ამერიკულ კომპანიას ანაკლიის საქმის გამო ქირაობს და ხელშეკრულების მომსახურებაში 47 ათას დოლარს უხდის. (იხილეთ ხელშეკრულება)

რუსთავი 2