ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო ქუთაისი-რიგას ავიარეისი ვერ სრულდება. ფრენა გაუკრვეველი დროით გადაიდო.
აეროპორტში მყოფი მგზავრები ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არასამუშაო დღის გამო აეროპორტში პასუხიმგებელი პირი არ არის. ქარმა პრობლემები რიგა– ქუთაისის ავიარეისის მგზავრებსაც შეუქმნა. დაახლოებით ორ საათზე მეტია, ქარის გამო მგზავრები ბარგს ვერ იღებენ.