ჯეფ ბეზოსის საქმის გამომძიებლის განცხადებით, საუდის არაბეთმა ბიზნესმენის ინფორმაციის მოპოვების მიზნით მისი სმარტფონი „დააჰაკერა“.
ბეზოსის პირადი მესიჯების ტაბლოიდურ გამოცემა National Enquirer-ში გაჟონვის გამო, ბიზნესმენმა გამომძიებელი გევინ დე ბეკერი დაიქირავა. დე ბეკერი იძიებდა Washington Post-ზე ჰაკერული შეტევის საქმეს, რომელიც თავის მხრივ იძიებდა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის სტამბოლის საკონსულოში გარდაცვალების საქმეს. როგორც ცნობილია ამ გამოცემის მფლობელია ჯეფ ბეზოსი.
„ჩვენი გამოძიების და ცალკეული ექსპერტების დასკვნით, დარწმუნებულები ვართ, რომ საუდის არაბეთიდან ბეზოსის სმარტფონში უნებართვოდ შეაღწიეს და მოიპოვეს პრივატული ინფორმაცია“, - განუცხადა მან Daily Beast.
საუდის არაბეთში აღნიშნულის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. კომენტარი არ კეთდება არც ვაშინგტონში საუდის არაბეთის საელჩოში. თუმცა ამ საქმეზე კომენტარი თებერვალში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ბეზოსის კერძო ინფორმაციის გაჟონვასთან მათ ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს.