ის მოქალაქეები, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 1-ელ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებენ. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.
ამასთან, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, აქციის ფარგლებში, მაისში, საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია „უვადო“. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ამ მოქალაქეებს ქაღალდის პირადობის მოწმობა ელექტრონულით შეცვალონ.