2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ 9,2 მლრდ ლარი შეადგინა

2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ (ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული დარიცხული შემოსავალი, დღგ-სა და აქციზის გარეშე) 9,2 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 53,1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30,2 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2018 წელს შეძენილ იქნა 919 მლნ აშშ დოლარი და 279,5 მლნ ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად 904 და 292,8 მილიონს შეადგენდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 6,7 მლნ. კლიენტს, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 83,5 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 17,2 პროცენტი - უცხოელია.

თაია არდოტელი