პროფკავშირების წარმომადგენელი - ეჭვი მეპარება, რომ ჭავჭავაძის #5-ში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ქანები გამოკვლეული ყოფილიყო

მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე გამოკვლეული იყო ქანები. აქ კვლევა რომ ჩატარებულიყო, დაადგენდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე არის სიცარიელე", - ამის შესახებ საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძემ განაცხადა.

კურტანიძე ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევის ადგილზე მივიდა.

"უბედური შემთხვევის შემდეგ აზრი აღარ აქვს პრევენციული ქმედებების განხორციელებას. აუცილებელია შემოწმდეს ყველა სამუშაო ობიექტი, სანამ დაიწყებს ადამიანი მუშაობას კონკრეტულ ტერიტორიაზე. დასაქმებულებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი და უნდა იცოდნენ, რომ მათი სამუშაო გარემო არის უსაფრთხო. ამ შემთხვევაში ინსტრუქტაჟი ჩატარებული რომ ყოფილიყო, აღნიშნულ შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე გამოკვლეული იყო ქანები. აქ კვლევა რომ ჩატარებულიყო, დაადგენდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე არის სიცარიელე. სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩანგრეულიყო მიწა. ეს არის კვლევა? პროფკავშირების როლი არის გადამწყვეტი. ყოველთვის, როცა ვატარებთ შესაბამის სემინარებს შრომის უსაფრთხოების კუთხით, დასაქმებულებმა იციან, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ დაიცვან თავი და როგორ გახადონ უსაფრთხო თავიანთი სამუშაო გარემო," - განაცხადა მარინა კურტანიძემ.