Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს.

როგორც „როიტერსი“ წერს, შამპუნის ნიმუშები ინდოეთის რაჯასტანის შტატში მაკონტროლებელი ორგანიზაციის მიერ შემოწმდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ ხუთ მარტს აიღეს შამპუნის ნიმუშები, რომელმაც ვერ გაიარა ხარისხის ტესტირება, ვინაიდან მასში საშიში ინგრედიენტები აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ნივთიერება ფორმალდეჰიდზე, რომელიც ცნობლია როგორც კარცენოგენი და მას სამშენებლო მასალებში ხშირად იყენებენ.

როგორც თავად კომპანია Johnson & Johnson's-ში აცხადებენ, ისინი ამ შემოწმების შედეგებს არ ეთანხმებიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ინდოეთში Johnson & Johnson's-ის საბავშვო ტალკში კიბოს გამომწვევი ნივთიერება აზბესტის შესაძლო შემცველობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით დაადგინეს, რომ აზბესტი არ იყო ტალკში, რის შემდეგაც კომპანიამ აღნიშნული პროდუქციის წარმოება განაახლა.