მსოფლიოს წამყვანმა კრიპტოვალუტამ მოულოდნელად მატება დააფიქსირა. ბიტკოინის ფასმა დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 5 000 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის გარდა ასევე გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტების ფასიც.
ლუქსემბურგში მოქმედ „ბიტსტამპ“ საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის ღირებულებამ 20%-ით მოიმატა და 5 000 დოლარი შეადგინა, ხოლო აზიის ბირჟებზე 14%-ით და 4,730 დოლარს მიაღწია. ეს არის ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ზრდა გასული წლის აპრილის შემდეგ.
ამ მომენტისთვის არ კონკრეტდება, თუ რამ გამოიწვია ციფრული ვალუტების ფასის ზრდა. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინი 5 000 დოლარი ბოლოს გასული წლის ნოემბერში ღირდა.