კომპლექს Tbilisi Hills Golf&Residences - ში ამ დროისთვის მიწის ნაკვეთების 30%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.
ამის შესახებ კომპლექსიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, გაყიდვები 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და მიწის ნაკვეთების 30% მალევე გაიყიდა. ძირითადი ნაკვეთები გაიყიდა საერთაშორისო სკოლის და ბაღის გარშემო.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მყიდველები, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები არიან, მაღალი ინტერესები კი იმით არის გამოწვეული, რომ პირველ ეტაპზე მიწის ნაკვეთის ღირებულება მხოლოდ 125$-ის ექვივალენტია ლარში.
„თბილისი ჰილსმა“ გადაწყვიტა მიწის სექტორებად გაყიდვა, როგორც კი ერთი სექტორის მშენებლობა სრულფასოვნად დასრულდება, იწყება ახალი სექტორის განვითარება. პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო სამშენებლო პრაქტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით, С სექტორის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია, ასევე დაცული იქნას არქიტექტურული ბალანსი, თითოეული შენობის ვიზუალი წინასწარ უნდა შეთანხმდეს, ეს კი საცხოვრებელ კომპლექსს გადააქცევს პატარა ქალაქად, რაც მოიცავს სკოლას, საბავშვო ბაღს, მარკეტებს, გამწვანებულ პარკებს, აუზებს და პირველ 18-ფოსოიან ჩემპიონატის გოლფის მოედანს საქართველოში.
მიწის ნაკვეთები კვლავ იყიდება С სექტორში, სადაც მინიმალური ფართი იწყება 1100 მ 2-დან 12 000 მ 2-მდე. ამ სექტორიდან იშლება თბილისისა და შავნაბადის სამონასტრო კომპლექსის პანორამული ხედები. ტერიტორია მოიცავს საცხოვრებელ თაუნჰაუსებს, ვილებს, აპარტამენტებსა და მასთან ერთად, სრულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ინტერესებისა და საჭიროების მქონე ადამიანებისთვის“, - აღნიშნულია „თბილისი ჰილსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.