კანადამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა.

უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსეთის რიგი კომპანიებისთვის ახალი სანქციების შემოღების თაობაზე განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა გააკეთა.

სანქციები შეეხება "გაზპრომბანკს", "ვნეშეკონომბანკს" და რუსეთის სიდიდით მეორე გაზის მწარმოებელს "ნოვატეკს". გარდა ამისა, კანადამ სანქციები დაუწესა რამდენიმე რუსულ კომპანიას, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში არიან წარმოდგენილი.