ევროპის ქვეყნები, სადაც ხილსა და ბოსტნეულს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ

ევროპელების 27% ხილსა და ბოსტნეულს დღეში ორჯერ მოიხმარს. ასეთია ევროსტატის 2017 წლის მონაცემები, რომელიც გამოცემამ „ევროპული სიმართლე“ გამოაქვეყნა. ამავე სტატისტიკით, აღნიშული პროდუქტებით დღეში ერთხელ იკვებებოდა ევროპელების 37%, ხოლო დარჩენილი 36% ხილსა და ბოსტნეულს კვირაში მხოლოდ ერთხელ მოიხმარდა.

ევროსტატის სტატისტიკით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხილის წლიური მოხმარებით იტალია ლიდერობდა, სადაც პროდუქტს მოსახლეობის 85% მიირთმევდა. შემდეგ პოზიციაზეა პორტუგალია, სადაც ხილით მოსახლეობის 81% იკვებებოდა. შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ ევროკავშირის 3 ქვეყანას. კერძოდ, ხილს ლატვიის მოსახლეობის 40 %-ზე ნაკლები მოიხმარდა (დაახლოებით, 35%), ბულგარეთისა და ლიეტუვას მოსახლეობის კი - 37%.

რაც შეეხება ბოსტნეულის მოხმარებას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ირლანდიასა და ბელგიას პროდუქტის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. კერძოდ, ბოსტნეულს დღეში მინიმუმ ერთხელ აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობის 84% მოიხმარდა.

თუმცა, ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანაში ბოსტნეულის მოხმარების წილი 50%-ზე ნაკლები იყო. საუბარია: უნგრეთზე (30%), რუმინეთზე (41%), ლატვიაზე (44%), ლიეტუვასა და ბულგარეთზე (45%).

ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით:

ხილის მოხმარების მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით:

ნინი ქეთელაური