სოფელ ართანაში, სადაც ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სასტუმროს მშენებლობაზე ოთხი ადამაინი დაშავდა. შენობის ერთ ნაწილში, ბეტონის კონსტრუქცია ჩამოიმნგრა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. დაშავებულები თელავის რეფერალურ სავადმყოფოში არიან მოთავსებული.

დაშავებულებს ქვედა კიდურების და სხეულის სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ. ექიმის თქმითმ ოთხივე დაშავებულს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ართანა ჰესის“ მიმდებარედ სასტუმროს და ღვინის მარნის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რა გახდა კედლის ჩამონგრევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 240 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.