საუდის არაბეთის სახელმწიფო სუვერენული ფონდის Saudi Arabian Oil Co. (Saudi Aramco)-ს სუფთა მოგებამ 2018 წლის განმავლობაში 111,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სარეიტინგო სააგენტო Moody's Investors Service იუწყება, რომელმაც ფონდს რეიტინგი მიანიჭა.
Saudi Aramco-ს მოგების ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება ისეთ ცნობილ კომპანიების მაჩვენებლებს როგორებიცაა Apple Inc. და Exxon Mobil Corp. შედარებისთვის Apple-ის, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი საჯარო კომპანიის, მოგებამ 2018 წელს 59,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ExxonMobil-ის მოგებამ 20.8 მილიარდი, Royal Dutch Shell-ის მოგებამ კი 23.4 მილიარდი დოლარი.
სააგენტომ Saudi Aramco-ს პირველადი რეიტინგი A1 დონე მიანიჭა, ხოლო საშუალოვადიან ვალდებულებაში A1 პროგნოზით სტაბილური.
Moody’s Investors Service-მა და Fitch Ratings-მა Aramco-ს მიანიჭეს რეიტინგი საინვესტიციო დონეზე, რომლებიც უფრო დაბალია, ვიდრე სხვა სანავთობო გიგანტების Exxon, Shell და Chevron Corp-ის რეიტინგები. Aramco -ს რეიტინგი A1-ზე შეზღუდულია კომპანიის მჭიდრო კავშირის გამო სახელმწიფოსთან.
აღსანიშნავია, რომ Aramco-ს ფინანსურმა შემოსავლებმა 2018 წელს 121 მილიარდი დოლარი შეადგინა, კაპიტალდაბანდებამ 35,1 მილიარდი დოლარი. კომპანიამ გასულ წელს საუდის არაბეთის სახელმწიფოს 58,2 მილიარდი დოლარის დივიდენდები გადაუხადა - წერია Moody's-ის განცახდებაში.
აღსანიშნავია, რომ Saudi Aramco მისი შემოსავლის 50%-ს იხდის შემოსავლის გადასახადის სახით და დამატებით გადასახდებს, რომლის ოდენობა წლიდან წლამდე კორექტირდება, თუმცა არ აღერმატება კომპანიის მოგების 20%-ს.