როგორია  თხილის ფასები რეგიონში

რეგიონის ბაზარზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თხილის საბითუმო ფასის მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ East fruit-ი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, თუ ერთი თვის დინამიკას გადავხედავთ, ფასის მხრივ, პროდუქტი ყველა ქვეყანაში განსხვავებულ პოზიციას იკავებდა.

კერძოდ, ერთი თვის განმავლობაში, ისევე როგორც მანამდე, თხილეული (კაკალი, თხილი, მიწისთხილი და ა.შ) ყველაზე ძვირი რუსეთში იყო, სადაც 1 კგ პროდუქტის საშუალო ფასი 8, 33 დოლარს შეადგენდა.

ფასების მიხედვით მეორე ადგილზეა საქართველო, სადაც თხილეულის საბითუმო ღირებულება, საშუალოდ, 7, 42 დოლარი იყო.

East fruit-ის ექსპერტების შეფასებით, პროდუქტის ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც თხილის ღირებულებამ 3,76 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულად თხილს, პროდუქტი ყველაზე ძვირი ტაჯიკეთში იყო, სადაც მისმა ღრებულებამ 10 დოლარს გადააჭარბა.

ბაზრის ოპერატორების შეფასებით, აღნიშნული სახეობის ფასი საკმაოდ მაღალია უკრაინაშიც და მცირედი შემცირების მიუხედავად, მისი ფასი 8,07 დოლარს უტოლდება. ეს მაშინ, როდესაც 1 თვის წინ, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში დაფიქსირდა, სადაც თხილის ღირებულება 2, 50 დოლარს არ აღემატებოდა.

ნინი ქეთელაური