ირაკლი როსტომაშვილი - მშენებლობაზე დასაქმებული 8 000 ადამიანი დაკარგავს სამუშაოს

მშენებლობაზე დასაქმებული 8 000 ადამიანი დაკარგავს სამუშაოს - ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ როსტომაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი მონაცემებით, 2018 წელს თბილისში, გაიყიდა 20 000 ახლად აშენებული ბინა, მათ შორის იპოთეკური სესხით 15 000 ბინა. აქედან „გაფუჭებული“ სესხი აღმოჩნდა 1% (უფრო სწორედ 0,98%), ანუ 150.

სტატისტიკურად, 1 გაყიდული ბინა ანაზღაურებს 5-6 დასაქმებულის წლიურ ხელფასს. (არქიტექტორი, მენეჯერი, ხელოსანი, მუშა, მძღოლი და ა.შ.)

საშუალოდ 15 000 ბინა უზრუნველყოფს 80 000 კაცის დასაქმებას.

• პირველი 3 თვის მონაცემებით, დეველოპერულ კომპანიებში გაყიდვები შემცირდა 30-35%. რაც აუცილებლად გამოიწვევე ახალი დასაწყები მშენებლობების გადავადებას გაურკვეველი ვადით. (ანუ ინვესტიციების შემცირებას).

• საერთო დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება დაახლოებით 10% ანუ 8 000 დასაქმებული დაკარგავს სამუშაოს, ხოლო დაახლოებით 20% გაუნახევრდება დაკვეთები, ანუ შემოსავალი.

• მათგან 90% სარგებლობდა სამომხმარებლო სესხებით (ქონდათ რა სტაბილური შემოსავალი),... სამსახურის დაკარგვის მომენტიდან, ისინი შეემატებიან „გადახდის უუნაროთა“ დიდ არმიას...

• გამოდის, 150 სესხი რომ არ „გაფუჭებულიყო“ „გავაფუჭეთ“ 7200! (დავუშვათ დათვლაში 10-ჯერ შემეშალა 720 მაინც 4,8 - ჯერ მეტია 150-ზე!!!)

მე ვწერ იმას, რაც უშუალოდ მეხება.

• რამდენი იზარალა ბიუჯეტმა

• რამდენი იზარალეს ტექნიკის და სარემონტო მასალების მაღაზიებმა

• ავეჯის მწარმოებლებმა

• რამდენჯერ გაიზრდება კრიმინალი

• რამდენი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა (გენოფონდი!) გავიდა და გავა ქვეყნიდან სამუშაოს საშოვნელად...

ეს იმან დათვალოს ვისაც ეხება!“, - წერს ირაკლი როსტომაშვილი.