„თიბისიმ“ სებ-ის 1.1 მლნ-იანი ჯარიმა 12 მარტს გადაიხადა

„თიბისიმ“ სებ-ის 1.1 მლნ-იანი ჯარიმა 12 მარტს გადაიხადა.

ამის შესახებ ბანკის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული. საუბარია, „თიბისი ბანკის“ 2008 წლის იმ ტრანზაქციებზე, რომელსაც პროკურატურა სწავლობს. ეს ტრანზაქციები ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ ჯარიმაც დააკისრა.

თავის მხრივ ბანკმა ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა, თუმცა შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ ბანკი წყვეტდა სასამართლო დავას და ჯარიმასაც გადაიხდიდა.

თაია არდოტელი