მუდმივი ელეგანტურობა, უკვდავი ღირებულება და უმაღლესი ხარისხი - ეს Waldmann-ის ვერცხლის კალმებია.
პრემიუმ ბრენდი, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა და მსოფლიოს 60 ქვეყანაში იყიდება, საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
„Waldmann“-ის საწერი ნივთების შეძენა „ბიბლუსი გალერეებში“ არსებულ, Lupen-ის სივრცეებშია შესაძლებელი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გამორჩეულ აქსესუარებს აერთიანებს.
1918 წელს სამხრეთ გერმანიაში დაწყებული ისტორია წარმატებით გაგრძელდა და დარგში ინოვატორის პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. კომპანიამ კალმების წარმოება თავიდანვე ვერცხლითა და ოქროთი დაიწყო. შემდეგ სამუშაო მასალებს თითბერიც დაემატა. „ვალდმანი“ თავიდნავე ინოვაციური ბრენდი იყო. სწორედ მან შექმნა და დააპატენტა 2 და 4 ფერიანი საწერი კალმები. პირველად 4 ფერიანი კალამი 1937 წელს პარიზის ექსპოზიციაზე წარადგინეს. ლეგენდარული აღმოჩნდა კალამი „ორი ერთში“, რომელმაც პატენტი 1972 წელს მიიღო. ეს იყო ნივთი, რომელსაც ერთ მხარეს ბურთულიანი კალამი ჰქონდა, მეორე მხარეს კი - მელნიანი კალამი.
ბრენდის თითოეული ნივთი ხელნაკეთია. მათზე მუშაობენ ოსტატები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და საქმეს უმაღლეს დონეზე ფლობენ. კალმების სპეციალისტებთან ერთად, ქარხანაში საქმიანობენ პროდუქტის ზედაპირის ოსტატები, რომლებიც კალმების მოპირკეთებასა და გრავირებაზე მუშაობენ. მხოლოდ „ვალდმანი“ აწარმოებს კალმებს უნიკალური გრავირებით, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
საინტერესოა ისიც, რომ 2014 წელს ვალდმანში მხოლოდ 20 ადამიანი გახლდათ დასაქმებული, რომლებმაც ამ წლის განმავლობაში ჯამში 120 000 კალამი დაამზადეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქმე ნამდვილი პროფესიონალების ხელშია და რომ თითოეული კალმის შექმნა მათთვის განსაკუთრებული მოვლენაა.
ტრადიციების დაცვასთან ერთად, „ვალდმანისთვის“ მეტად პრიორიტეტულია ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ ყველაფრის ინტეგრაციის შედეგად ვიღებთ იმ შედეგს, რასაც „ვალდმანის“ კალამი ჰქვია და რომლის ღირებულებაც შეუფასებელია.
ბრენდის შექმნიდან 100 წლის შემდეგაც, კალმების წარმოება კვლავ მხოლოდ საწყის ლოკაციაზე, გერმანიაში ხდება. ბრენდული ნივთების შეძენა კი ყველა კონტინენტზე, 60 ქვეყანაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, „ვალდმანი“ ქნის კალმებს სხვადასხვა გიგანტი კომპანიების სპეციალური დაკვეთით. იქმნება განსაკუთრებული მოვლენებისადმი მიძღვნილი სპეციალური კალმებიც. მაგალითად, 2000 წელს „ვალდმანმა“ შექმნა მეზღვაურთა კონკურსის „ამერიკის თასის“ 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კალმები. ამ ბრენდის საწერი ნივთები განსაკუთრებული საჩუქარია ნებისმიერი შემთხვევისთვის.
გარდა „ვალდმანისა“ Lupen -ის სივრცეები, მომხმარებელს სთავაზობს BOSS-ის, Pierre Cardin-ის, Nina Ricci-ს ექსკუზიურ პროდუქციას, შემდეგ მისამართებზე: ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7.