პირველად საქართველოში Apple-ის ახალი ფორმატის სადემონსტრაციო ბრენდ-ზონები იხსნება ალტაოქეის მაღაზიათა ქსელში, 5 აპრილს თბილისი ცენტრალისა და ისთ ფოინთის ფილიალებში.
თუ თქვენ Apple-ის ბრენდის მოყვარული ხართ შეგიძლიათ გამოსცადოთ პროდუქცია ახალ ბრენდ-ზონაში, რომელშიც წარმოდგენილია Apple-ის სრული ასორტიმენტი და გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით. ასევე შეაფასოთ სიახლეები და მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია ალტაოქეის თანამშრომლებისგან, რომლებმაც გაიარეს სერტიფიცირება Apple-ის მწვრთნელებთან და იციან ყველაფერი კომპანიის სერვისებსა და პროდუქციაზე.
ბრენდ-ზონის გახსნასთან დაკავშირებით 5 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით ალტაოქეიში იმოქმედებს სპეციალური ფასები Apple-ის პროდუქციაზე.
ასევე, 5 აპრილს ალტაოქეის ისთ ფოინთის ფილიალში გელით Apple-ის განსაკუთრებული საჩუქრები. დაწვრილებით ინფორმაციას აქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ალტაოქეის facebook გვერდზე
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ალტაოქეის აქვს Apple-ის ავტორიზებული რესელერის სტატუსი და უზრუნველყოფს ოფიციალურ 1 წლიან გარანტიას Apple-ის სრულ რეალიზებად პროდუქციაზე.
(R)