1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6904 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6904 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0256 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0175 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა.