საბანკო რეგულაციების გამკაცრების შემდეგ ტექნიკაზე განვადების მიღება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, რამაც დიდი უკმაყოფილება და დისკომფორტი გამოიწვია. სწორედ ამიტომ კომპანიებმა განვადების დამტკიცების სისტემების შეცვლა და მათი მომხმარებლების ინტერესებზე მორგება გადაწყვიტეს.
"განახლებული განვადება" - სწორედ ასე ჰქვია "აიტექნიკსისა" და თიბისი ბანკის ერთობლივ გრანდიოზულ შეთავაზებას. აღნიშნული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს განვადების დამტკიცების დისკომფორტი აღარ შეექმნებათ, რადგან აქციის ფარგლებში ყველას ეძლევა საშუალება, რომ მისთვის სასურველ ნივთზე შეავსოს განვადების მოთხოვნა და ის აუცილებლად დამტკიცდება.
ეს არის 4 წლიანი განვადება, რომელიც მომხმარებელს შანსს აძლევს, გაზარდოს განვადების დამტკიცების შანსები. 12 თვიანი განვადების მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს თვეში საშუალოდ 200 ლარის გადახდა უწევდა. დაბალშემოსავლიანი მომხმარებლების შემთხვევაში ეს მცირე გადასახადი არაა და სწორედ ამიტომ ისინი გადამხდელუნარიანებად არ ითვლებოდნენ და არც განვადება უმტკიცდებოდათ. 4 წლიანი განვადების შემთხვევაში ამ კატეგორიის მომხმარებლებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, განვადების დამტკიცების შანსი ეზრდებათ 90%-მდე.
აქციის ფარგლებში დამტკიცებული განვადების მთავარი უპირატესობებია:
განვადება ივსება ნაღდი ანგარიშსწორების თანხაზე - გაძვირება 0%.
დამტკიცების საკომისიო- 0
წინასწარ დაფარვის საკომისიო-0
განვადების პროცენტი თვეში იქნება საწყისი თანხის 1%-დან.
მაგალითისთვის, iPhone 7-ზე ყოველთვიური გადასახდელი იქნება 41 ლარი- ბანკის საკომისიოს ჩათვლით. ანუ:
1339 ლარი/ 48= 28
1339 ლარის 1%= 13
28+13=41 ლარი
განვადების ახალ აქციასთან ერთად "აიტექნიკსში" ნებისმიერი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში 300 ლარამდე დანაზოგს გააკეთებთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ "აიტექნიკსი" "ეფლის" ავტორიზებული რესელერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 8 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და ყოველთვის მომხმარებელსა და მათი ინტერესების დაცვაზე ზრუნავს.
R