10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

  • კომბოსტო - 166%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 98.2%-ით;
  • მწვანილი - 70.4%-ით;
  • ხახვი - 60.6%-ით;
  • მსხალი - 41.3%-ით;
  • ბადრიჯანი - 40.1%-ით;
  • პომიდორი - 38.8%-ით;
  • კიტრი - 36.4%-ით;
  • წიწაკა - 32.0%-ით;
  • იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.1%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.6%-ით.

თაია არდოტელი