ავსტრიამ ინტერნეტ-გიგანტებს 5%-იანი გადასახადი დაუწესა

ავსტრიის ხელისუფლებამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს Facebook, Google და Amazon-ს რეკლამის შემოსავალზე 5%-იანი გადასახადი დაუწესა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გააკეთა.

ინტერნეტ-გიგანტების სტატუსის ქვეშ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს იმ კომპანიებს, რომელთა წლიური ბრუნვა 750 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო ავსტრიაში 10 მილიონ ევროს. აღნიშნულმა ზომამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი საბაჟო პოლიტიკის წარმოება საერთაშორისო კორპორაციებზე და ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას, რომელშიც ავსტრიული კომპანიებიც ჩართულები იქნებიან.

ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის ცნობით, კომპანიებისთვის 5%-იანი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს წლიურად დაახლოებით 200 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს, საიდანაც 15 მილიონი ქვეყანაში ციფრული მიმართულების განვითარებას მოხმარდება.

კოკა კვირკველია