აშშ-მა უკრაინელ სამხედროებს 30 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინელ სამხედროებს 30 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა განაცხადა.

"ჩვენი დახმარება უკრაინელი სამხედროების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა – 30 მილიონ დოლარამდე", - განაცხადა პაიეტმა.