კომპანია Volkswagen-ის ხუთი ელექტროავტომობილი, რომლებიც ავტონომიურობის უახლესი ტექნოლოგიით არიან აღჭურვილი, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის გზებზე გამოჩნდნენ.
ავტომწარმოებელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ მანქანებს მეოთხე დონის ავტონომიურობით ტესტირება უკვე გავლილი აქვთ.
e-Golf ავტომობილები Volkswagen-ისგან არ საჭიროებენ მძღოლის ჩართულობას გადაადგილებისას, თუმცა მათი საჭესთან ყოფნა აუცილებელია. სწორედ ამას ითვალისწინებს ავტონომიურობის მეოთხე დონე, ხოლო მეხუთე დონის დროს ავტომობილი ყველა საჭირო მანევრირებას დამოუკიდებლად ახდენს.
აღნიშნულმა ავტომობილებმა ჰამბურგის გარეუბანში დამოუკიდებლად 3 კილომეტრი მანძილი გაიარეს. ამ ადგილებში დამონტაჟებული იყო ახალი სისტემები, რომლებიც საჭიროა ავტონომიურად გადაადგილებისთვის.
შემდეგი მიზანი 6 კილომეტრის დამატებაა, ამისთვის კი ჰამბურგის ინფრასტრუქტურული მოწყობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურით ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს სხვა ქალაქების მათ შორის ბერლინის, ბრაუნშვაიგის, დრეზდენის, დიუსელდროფის, ინგოლშტატისა და მიუნხენის მოწყობას.
თავის ხმრივ, ავტონომიურ ავტომობილებზე Volkswagen-ის გარდა ასევე მუშაობენ სხვა წამყვანი საავტომობილო კომპანიები.