სამხრეთ კორეული კომპანია Busan City Gas-ი, რომელიც ინტელექტუალურ ენერგო მიმართულებაზე მუშაობს, შექმნის ვირტუალურ ელექტროსადგურს (კომპიუტერული სისტემის მოდელს, რომელიც სიმძლავრის მართვის საშუალებას იძლევა). როგორც კომპანიის პრესრელიზში წერია, პროექტის ტესტირება მალაიზიაში მოხდება.
"Busan City Gas იქნება ინტერნეტის ბაზაზე ენერგოგამანაწილებელი, რომელიც მალაიზიის გრძელვადიან ენერგომოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - წერია განცხადებაში.
პროექტი შეფასებულია 7 მილიონ დოლარად. მისი დაფინანსება მოხდება პირდაპირ მალაიზიის ხელისუფლებასთან ასოცირებული კომპანიების მხრიდან.
ვირტუალურ ელექტროსისტემას, რომელიც იმუშავებს საკუთარ ღრუბლოვან სერვერზე, მალაიზიის ტერიტორიაზე 5 ობიექტზე გამოცდიან.