ჩვენ ქვეყნის შიგნით ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ხორბლის და შემდგომში ფქვილის და პურის გაძვირებაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პურის ფასის შესაძლო მატებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროსთან პურპროდუქტების მწარმოებლებს არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ და შესაბამისად მისთვის უცნობია, გეგმავენ თუ არა ისინი პურის გაძვირებას.
„არანაირი წინაპირობა ქვეყნის შიგნით გამოწვეული ფაქტორებით გაძვირების არ არსებობს. მსოფლიო ბაზარზე როგორ მოხდება ფასის დინამიკა და ის როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაში, ამის თქმა მგონი ჯერ ნაადრევია, თუმცა ჩვენ ქვეყნის შიგნით არანაირ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ხორბლის და შემდგომში ფქვილის და პურის გაძვირებაზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.