კახა კალაძე - მერიას არ აქვს ბერკეტი, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონი აღასრულოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას არ აქვს ბერკეტი, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონი აღასრულოს.

"კანონს მერია ვერ აღასრულებს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. გავაცანით ჩვენი მოსაზრება. გარკვეული ცვლილებები იქნება კანონპროექტში. უკვე დაწყებულია მუშაობა. დედაქალაქის მერიას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ ამის მონიტორინგი განახორციელოს და აღკვეთოს,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პირველი აპრილიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება სრულად აიკრძალა.