1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6903 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6903 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6903 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა ასევე 2.6903 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ღირებულება უცვლელი დარჩა.

არ შეცვლილა არც ევროს ღირებულება და 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად მისი კურსი კვლავ 3.0212 ლარია.