ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „თიბისი ბანკის“ ჩამოშლა არ მოხდება. აღნიშნულის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე, რა მოხდება თუ „თიბისი ბანკი“ ჩამოიშლება, გვენეტაძე პასუხობს, რომ ამის სადარაჯოზე დგას ეროვნული ბანკი.
„ეს არ მოხდება. ჩვენ ამის სადარაჯოზე ვდგავართ და ვახორციელებთ ბანკების ზედამხედველობას. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით არ ინერვიულოთ“,- აღნიშნა გვენეტაძემ.
რაც შეეხება კითხვას, დააზარალა თუ არა პოლიტიკოსების განცხადებებმა „თიბისი ბანკი“, გვენეტაძეს ამაზე პასუხი არ აქვს.
„პოლიტიკოსების განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.