ღვინის ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება

ღვინის ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა.

ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლისა და ღვინის ტურებში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვთ. ამის შესახებ ”პალიტრა ტვ-ს” გადაცემა ”საქმეში” ისაუბრეს.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ია თაბაგარის ინფორმაციით, ღვინის ტურიზმზე მოთხოვნა გაზრდილია. თაბაგარის თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია კერძო სექტორებისგან (მარნები, ტუროპერატორები და სააგენტოები) მიიღო. მისივე განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი ჯგუფების ჩამოსვლა სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება.

როგორც თაბაგარი ამბობს, მსურველებს არა მხოლოდ კონკრეტულ ტურში, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაც სურთ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა : ”საქმე”