„არქის“ ახალი ოფისი და გალერეა ფილარმონიის შენობაში გაიხსნა

ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქის“ ოფისი და გალერეა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე დღეს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "არქი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 700კვ.მ-ის ფართობზე განთავსებული სივრცე სრულად მორგებულია მომხმარებლების სურვილებს, რათა თითოეულმა არქელმა და მომხმარებელმა კომფორტულად იგრძნოს თავი.

თანამედროვე დიზაინის კონცეფციაზე, „არქისთან“ ერთად, არქიტექტურულმა სტუდიამ „MUA“ იმუშავა.

„გვსურდა, შეგვექმნა თანამედროვე დიზაინის გალერეა, სადაც ჩვენი არქელებისთვის და მომხმარებლებისთვის კომფორტული იქნებოდა სტუმრობა. ოფისში მოსულ მომხმარებლებს დახვდებათ თბილი გარემო და მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისი. ჩვენი ყველა თანამშრომელი კი ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. ორშაბათიდან ჩვენი არქელები და მომავალი არქელები კიდევ უფრო მარტივად მოგვაკითხავენ ახალ მისამართზე, რადგან ეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილია, ჩვენი კარი კი მათთვის ყოველთვის ღიაა“, - აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

ოფისის გახსნასთან ერთად, დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში მორიგი კონტრიბუცია განახორციელა და „ბერი ანდრიას ფონდს“ 25 000 ლარი გადასცა ბედნიერების სახლის მშენებლობისთვის.

„არქის“ ოფისი და გალერეა ფილარმონიის შენობაში კომპანიის რიგით მეორე სივრცეა მომხმარებლებთან შესახვედრად. პირველი ოფისი ვაკეში, ყიფშიძის N15-შია განთავსებული. დღეიდან კი მომხმარებელს საშუალება ექნება „არქის“ გალერეას ახალ მისამართზე, ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე ესტუმროს.

R