„თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მომდევნო სასესიო კვირაში გაგრძელდება.
კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოსვლა 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოუწევს.
აღნიშნულ საკითხებზე გვენეტაძის მოსმენას მთელი სასესიო დღე დაეთმო, თუმცა პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურა დღეს ვერ დაასრულა. უფრო კონკრეტულად, ფრაქციებმა და უმრავლესობამ სიტყვით გამოსვლები ვერ მოასწრეს. სწორედ ფრაქციებისა და უმრავლესობის ფორმატში, კობა გვენეტაძის მოხსენებაზე საპასუხო გამოსვლებით დაიწყება 16 აპრილის პარლამენტის პლენარული სხდომა.