„თიბისი ჯგუფმა“ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, მათ შორის, ბანკის მმართველი პირების შემოსავლებიც არის მოცემული. საუბარია, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაზე.
კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს:
მამუკა ხაზარაძის ანაზღაურება - 987 ათასი აშშ დოლარი; ბადრი ჯაფარიძის - 833 ათასი დოლარი; ნიკოლოზ ენუქიძის - 166 ათასი; ნიკოლას დომინიკ ჰააგის - 135 ათასი აშშ დოლარი, მარია ლუიზა ჩიკონიანის - 38 ათასი, ხოლო ცირა კემულარიას შემოსავალი - 33 ათასი აშშ დოლარი იყო.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში მამუკა ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე - მისი მოადგილე, ხოლო დანარჩენი ოთხი პირი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები იყვნენ.