დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ახალი საკურორტო ზონა სასტუმრო "ოაზისის" ირგვლივ მოეწყობა. ინფრასტრუქტურის განვითარებაში კომპანია DREAMLAND OASIS-ი 105 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

პროექტის პრეზენტაცია 19:00 საათზე დაიწყება.