შსს - დიღმის მასივში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში სულ 7 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 7 თვის ბავშვი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის განცხადებით, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, შვიდი პირი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ ჯანმთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება დარწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსაგაზის“ თანამშრომლები.

“დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს აფეთქების მიზეზებს. სრულად ევაკუირებულია ყველა მოქელაქე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.