კალიფორნიაში მდებარე Disneyland Resort-ს ახალი თემატური პარკი შეემატება, ეს იქნება Star Wars: Galaxy’s Edge, რომელიც კომპანიამ Disney კალიფორნიის ქალაქ ანაჰეიმში ააშენა. თავის დროზე ამისთვის კალიფორნიის არაერთი მუნიციპალიტეტი იბრძოდა, თუმცა კომპანიამ საბოლოოდ არჩევანი ქალაქ ანაჰეიმზე გააკეთა. ეს ქალაქისთვის დამატებით მილიონობით შემოსავლის მომტანი ბიზნესი და წარმოუდგენლად დიდი ინვესტიციაა.
Disney-იმ ახალი პარკის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარი დახარჯა. ის გარდა პარკისა, მოიცავს სასტუმროებს და დასასვენებელ კომპლექსს. Galaxy Edge-ის გახსნა 31 მაისს არის დაგეგმილი. ამ პროექტზე კომპანია წლებია მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც 2012 წელს Disney-იმ სრულად ამოისყიდა Lucasfilm და Star Wars-ის ფრანჩიზა.
აღსანიშნავია, რომ Disney’s Parks and Resorts-ზე ამ გიგანტური მედია კონგლომერატის შემოსავლების 35% მოდის. თავის მხრივ, კალიფორნიაში მდებარე Disneyland-ი, სადაც 30 000 დასაქმებულია, არის ყველაზე მსხვილი დასაქმების ობიექტი Orange County-ში - სამხრეთ კალიფორნიის არეალში, სადაც 3,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კომპანია ახალი პარკის გახსნით დამატებით 1 400 ადამიანს დაასაქმებს.