საქართველოში საავტორო უფლებების სფერო პოზიტიურად ვითარდება - რა იგეგმება 2019 წელს?

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა დღემ­დე მწვა­ვე პრობ­ლე­მაა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით 1999 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია მუ­შა­ობს. ასო­ცი­ა­ცი­ა­ში უკვე 2000-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი წევ­რია, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც წლი­დან წლამ­დე მზარ­დია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის 2018 წელი ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის კი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი გეგ­მე­ბი აქვთ.

ასო­ცი­ა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­სა და მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­ზე ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი გიგა კო­ბა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბით და­ი­წყეთ 2018 წელი და რა შე­დეგს მი­აღ­წი­ეთ წლის ბო­ლოს?

- პირ­ველ რიგ­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ წელს ასო­ცი­ა­ცია აქ­ტი­უ­რი იყო რო­გორც შიდა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. 2018 წელს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის ოდე­ნო­ბამ 12%-ით გა­და­ა­ჭარ­ბა წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს. სა­ერ­თო ჯამ­ში შეგ­როვ­და 5 100 000 ლა­რამ­დე ჰო­ნო­რა­რი. ასე­ვე 25%-ით გა­ი­ზარ­და გა­დახ­დი­ლი ჰო­ნო­რა­რის ოდე­ნო­ბა. ასო­ცი­ა­ცია ტრა­დი­ცი­უ­ლად ჩარ­თუ­ლი იყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში და ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბით ბევ­რი სე­მი­ნა­რი თუ კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. 2018 წელი, საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა.

- გა­მო­ირ­ჩე­ო­და თუ არა გა­სუ­ლი წელი რე­პერ­ტუ­ა­რის მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ით? და­გე­მა­ტათ თუ არა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ახა­ლი წევ­რე­ბი?

- დიახ, ამ მხრი­ვაც ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო წელი გვქონ­და. შევ­ძე­ლით ოცამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბის რე­პერ­ტუ­ა­რის რე­გის­ტრა­ცია. ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ წევრთა რა­ო­დე­ნო­ბამ 2018 წლის ბო­ლოს­თვის 1939 სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი შე­ად­გი­ნა. გა­ვა­ფორ­მეთ 6 სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თწარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან რო­გო­რე­ბი­ცაა „SAZAS“ (სლო­ვე­ნია) „SESAC“ (აშშ ) „HFA“ (აშშ) „SABAM“ (ბელ­გია) “UACRR“ (უკ­რა­ი­ნა) და „PPL“ (დიდი ბრი­ტა­ნე­თი).

- ლი­ცენ­ზი­რე­ბის კუ­თხით რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი იყო ასო­ცი­ა­ცია 2018 წელს?

ასო­ცი­ა­ცი­ამ ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბა სე­ზო­ნუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბას მი­აქ­ცია. მათ­თვის 2018 წელს მი­ვი­ღეთ ახა­ლი გა­ნაკ­ვე­თი. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სხვა სეგ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნო მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­როს ლი­ცენ­ზი­რე­ბის მზარ­დი ტენ­დე­ცია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა­საც იყო სი­ახ­ლე­ე­ბი. გა­ი­ცა ლი­ცენ­ზია Yandex Music-ზე, დას­კვნით ფა­ზა­შია მო­ლა­პა­რა­კე­ბა Caltex Music-თან, ხოლო Deezer-თან არ­სე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზია გა­ნახ­ლდა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კონ­ტრაქ­ტის ვადა ავ­ტო­მა­ტუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა ყო­ვე­ლი წლის დას­რუ­ლე­ბი­სას.

- სავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი სფე­რო­ში კვლავ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა გა­კეთ­და?

ეს სა­კი­თხი ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი ხელს უწყობს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში დარ­ღვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ჰო­ნო­რა­რის ეფექ­ტუ­რად შეგ­რო­ვე­ბას. ასე რომ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჩვენს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.

ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო კამ­პა­ნი­ე­ბი და­ვი­წყეთ სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მო­ვუშ­ვით პირ­ვე­ლი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით „მემე, მემე, გვა­პოვ­ნი­ნე“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს ხელ­შე­წყო­ბით, უსას­ყიდ­ლოდ გავ­რცელ­და სკო­ლე­ბის და­წყე­ბით კლა­სებ­ში და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა ის, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის, OVERLY-ს დახ­მა­რე­ბით ბავ­შვე­ბი შეძ­ლე­ბენ არა­მარ­ტო წა­ი­კი­თხონ ეს წიგ­ნი, არა­მედ მო­უს­მი­ნონ და უყუ­რონ კი­დეც ზღა­პარს.

ვთვლით, რომ ეს პრო­ექ­ტი დიდი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია, რად­გან ხელს შე­უ­წყობს, რომ ადა­მი­ა­ნი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ეჩ­ვე­ო­დეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ლე­გა­ლურ მოხ­მა­რე­ბას. ასე­ვე ამა­ვე მიზ­ნით შევ­ქმე­ნით პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ტე­ლე­არხ „არ­ტა­რე­ას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (IFRRO) ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იქნა სე­მი­ნა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სათ­ვის.

სე­მი­ნა­რის თემა იყო „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სფე­რო­ში სა­ავ­ტო­რო ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვა“. ასე­ვე, ვუ­მას­პინ­ძლეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბას, აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სფე­რო­ში მსოფ­ლიო კო­მი­ტეტს. წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ტა­რეთ ყო­ველ­წლი­უ­რი სე­მი­ნა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სფე­რო­ში, ევ­რო­პის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის (ELSA) სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში.

- მიმ­დი­ნა­რე წელს რა გეგ­მე­ბი გაქვთ? რო­გორ აპი­რებთ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას?

- 2019 წლის­თვის ვა­პი­რებთ გა­ვა­ფარ­თო­ოთ მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის არე­ა­ლი. გვინ­და, და­ვი­წყოთ აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი სფე­როს ლი­ცენ­ზი­რე­ბა. ასე­ვე, ვგეგ­მავთ მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის ჰო­ნო­რა­რის გა­ნა­წი­ლე­ბის­თვის უკე­თე­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­ნერგვას. ასე­ვე დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ და მთელ რიგ ახალ პრო­ექ­ტებს გპირ­დე­ბით.