"ჩვენ მიერ გატარებული თითოეული ღონისძიების სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი"

ჩვენ მიერ გატარებული თითოეული ღონისძიების სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი - ჩვენი ნაბიჯები მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონით განსაზრულ ნორმებს ეფუძნებოდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენატაძემ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც მან დეპუტატებს მიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი დასკვნები ცხადყოფს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკასა და წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს.

“ჩვენს მიერ გატერებული რეფორმებით ვამყარებთ ფინანსური სტაბილურობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძველებს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამისთვის ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის მოსმენას ორი პლენარული სხდომა დაეთმო. მან “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და 2019 წლის 1-ელ იანვარს შემოღებულ საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრა.