„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, გამათბობელი დანადგარის თვითნებურად მონტაჟმა ან დემონტაჟმა გამოიწვია.
"სავარაუდოდ, ადგილი აქვს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რაც გამოწვეულია სახლში შიდა გაზის დანადგარების კუსტარულად მონტაჟით ან დემონტაჟით," - განუცხადა გიორგი ლეფსვერიძემ ჟურნალისტებს, რომელიც აფეთქების ადგილზე იმყოფება.
მისივე ინფორმაციით, ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, „ყაზტრანსგაზ თბილისს“ შემოწმებული ჰქონდა, თუმცა მაშინ შეფერხება არ დაფიქსირებულა.
"ბოლოს ჩვენს მიერ ამ ბინის დათვარიელება 2019 წლის სექტემბერში მოხდა და მაშინ ხარვეზი არ დაფიქსირებულა," - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.