დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მიიღებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პროცესს მეექვსე მოწვევის საკრებულო ეტაპობრივად გააგრძელებს.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით სახელდება უკვე მინიჭებული აქვს ექვს ქუჩას, ხოლო შემდგომ დანარჩენი ქუჩები იქნება სახელდებული. კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ პროცედურების გავლის შემდგომ, დაახლოებით ორ-სამ კვირაში გვექნება საშუალება, რომ საკრებულოს სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისში ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დღეს იმსჯელა. რაც შეხება ხუთ დაღუპულს, რომლებიც რეგონებიდან არიან, მათი სახელობის ქუჩები მათივე საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით გაჩნდება.