საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ყოფილი შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში კულტურული ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს", მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, მას მაღალი რანგის მიღებებისთვის ყველა გამოიყენებს.
„ავლაბრის ყოფილი რეზიდენციისთვის განისაზღვრა ახალი ფუნქცია და შესაბამისად, სახელწოდებაც. დღეიდან სასახლეს ეწოდება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" და ის უმასპინძლებს ყველა მაღალი რანგის ვიზიტსა თუ შეხვედრას, მასშტაბურ მიღებებს. შეთანხმება მოხდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რეზიდენციის ადმინისტრაციულ შენობაზე კონცეფცია მუშავდება.
„ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობს შესაბამისი კომისია კონკრეტულ კონცეფციაზე. აქ დგას ორი შენობა. ერთი იქნება "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე", ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის მუშავდება კონცეფცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ იქნება კულტურული ცენტრი.
"სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს" გამოიყენებს ყველა, მაღალი რანგის შეხვედრებისთვის",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.