სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად შემცირდა ფასები:
ვაშლი - 39.37%-ით;
ქლიავი - 35.15%-ით;
ნიორი - 32.34%-ით;
ყურძენი - 29.84%-ით;
ქალის საზაფხულო კაბა - 27.24%-ით;
ლიმონი - 23.83%-ით;
ქალის სვიტერი - 22.2%-ით;
ქალის დემისეზონური ქურთუკი - 19.99%-ით;
ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი - 19.14%-ით;
ქალის ზამთრის პალტო - 19.01%-ით.
რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა, მათი ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
კომბოსტო - 166%-ით;
ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 98.2%-ით;
მწვანილი - 70.4%-ით;
ხახვი - 60.6%-ით;
მსხალი - 41.3%-ით;
ბადრიჯანი - 40.1%-ით;
პომიდორი - 38.8%-ით;
კიტრი - 36.4%-ით;
წიწაკა - 32.0%-ით;
იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.1%-ით;
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.6%-ით.