საზოგადოებრივ ტრანსპორტს 6 ახალი ქალი მძღოლი შეემატა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, უკვე 21-მა ქალმა გაიარა გადამზადება და მიიღო D კატეგორიის მართვის მოწმობა, რისი საშუალებითაც ისინი სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლად დასაქმდებიან.
„ქალი მძღოლები შემოგვემატა ჩვენს სატრანსპორტო კომპანიაში. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით 6 ქალი დაემატება. ეს ძალიან საინტერესო პროგრამაა გადამზადების, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი. 21-მა ქალმა უკვე გაიარა გადამზადება, D კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს და უახლოეს დღეებში, როცა ახალი ავტობუსები ჩამოვა თბილისში, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ.