სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1 მლნ ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 5.5 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 1.2 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-თებერვალში 53.6 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი ეს ციფრი 52.4 მლნ იყო.

2019 წლის იანვარ-თებერვალში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა და 2.6 მილიონი ტონა შეადგინა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 10,537 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 76,183 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 65,646 კონტეინერი გადამუშავდა.

თაია არდოტელი