საქართველოს „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 1,426 მლრდ დოლარს შეადგენს

საქართველოს „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 1,426 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 33,1 მლნ დოლარი სამთავრობო სექტორზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 1,426 მლრდ დოლარს შეადგენს. აქედან ყველაზე დიდი წილი კომერციულ ბანკებზე მოდის, საფინანსო სექტორს „დაუყონებლივ“ 765,1 მლნ დოლაის გასტუმრება მოუწევს, 323,6 მლნ დოლარი მოდის სხვა სექტორებზე, პირდაპირი ინვესტიციებზე: კომპანიათაშორისი სესხებზე - 301,1 მლნ დოლარი, სამთავრობო სექტპრზე კი მხოლოდ 33,1 მლნ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან 1,232 მლრდ დოლარი ძირითადი თანხაა, 193,8 მლნ დოლარი კი პროცენტი.