განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო.
მომხმარებელს შეეძლება, სააღდგომოდ თავად „სმარტის“ სააღდგომო პასკები შეიძინოს - როგორც ტრადიციული რეცეპტით მომზადებული, ისე - სადღესასწაულო და შოკოლადის პასკები. მათი ღირებულება 7 ლარიდან იწყება. სააღდგომო პასკების წარმოების პროცესის გასაცნობად „სმარტის“ საწარმომ მედია ტურს უმასპინძლა.
საწარმოში განაცხადეს, რომ „სმარტის“ წარმოების პასკები ტრადიციული რეცეპტითა და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.
„სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყო. ერთგულ მომხმარებელს „სმარტი“ სთავაზობს უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებზე დამზადებულ პასკებს და ეს ინგრედიენტებია კარაქი, კვერცხი, შაქარი, ფქვილი, ფორთოხალი, ლიმონი, ნედლი რძე, ცუკატები. საერთოდ, „სმარტის“ მთავარი რეცეპტი მდგომარეობს იმაში, რომ „ხარისხი დეტალებშია“. ჩვენ ვამზადებთ როგორც ტრადიციულ, ასევე - სადღესასწაულო პასკებს, რომლის საბოლოო დიზაინი ჩვენი კონდიტრების მიერ არის შესრულებული. დარწმუნებული ვარ, ეს პასკები „სმარტის“ ყოველ მომხმარებელს გაულამაზებს დღესასწაულს და სადღესასწაულო სუფრას“, - აღნიშნა „სმარტის“ კონდიტერმა, მერი მანელიშვილმა.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტი“ ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზგასამართ სადგურებსა და ავტობანზე განავითარებს. მორიგი „სმარტის“ გახსნა სააღდგომოდ ბათუმში იგეგმება და წლის ბოლომდე „სმარტის“ სუპერმარკეტი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ არგვეთასთან მშენებარე „ვისოლ ჯგუფის“ მორიგ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსშიც განთავსდება.
(R)