ნორვეგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან მათ ქვეყანაში ბეწვეულის წარმოება აიკრძალება. აკრძალვის შემდეგ კი სახელმწიფო ფერმერებს კომპენსაციას გადაუხდის.
კანონი, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო, ძალაში შევა 2025 წლიდან და იცავს ცხოველებს მათი გაყიდვის თუ მათგან ქურქების წარმოების გამო მოკვლას.
დაგეგმილი აკრძალვა არის შედეგი შეთანხმებისა, რომელსაც ქვეყნის მემარჯვენე ხელისუფლებამ 2018 წელს მიაღწია მცირე „ლიბერალურ პარტიასთან“ , რომელიც ითხოვდა ამ კანონის შემოღებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილ იქნა ხელისუფლების მხრიდან, ის „ისტორიულ უსამართლობად და ღალატად“ მიაჩნიათ ამ ბიზნესში დასაქმებულ ფერმერებს, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ. სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ხელისუფლება ფერმერებს 500 მილიონი კრონის (52 მილიონი ევროს) კომპენსაციას გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში ნორვეგიაში დასაქმებულია 500 ადამიანი, ხოლო მისი ბრუნვა წლიურ 300 მილიონ კრონს შეადგენს. ნორვეგიაზე მოდის მსოფლიო წაულას ბეწვის წარმოების 1% და მელიას ბეწვის წარმოების 3%.