ბათუმის მერის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ ბათუმის მერის რწმუნებული ოლეგ არველაძე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეგ არველაძემ ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, განთავსებული 3142.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 6582 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასურველ ფასში პრივატიზებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.