დაგროვებით საპენსიო სისტემაში, 48 ათასი კომპანიაა უკვე ჩართული და 720 ათასი პირადი ანგარიშია გახსნილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო ფონდში აკუმულირებული 155 მლნ ლარი ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში სარგებლიან ანგარიშებზეა გადანაწილებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ფონდის საინვესტიციო საბჭო დამტკიცდება, დანაზოგების მართვას საბჭო განახორციელებს. ბანკებში საპენსიო დანაზოგებს 7%-8% ერიცხება.
როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის სარგებელმა ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.